понедельник, 4 августа 2008 г.

ჰიპოთეზა




ჰ ი პ ო თ ე ზ ა

სამხედრო გზის არსებობამ , სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურთან ტერიტორიულად ახლოს განლაგებამ მოახდინა დადებითი გავლენა ქვეშეთის ინფრასტრუქტურის, ტურიზმის სფეროს განვითარებაზე , მოსახლეობაში განათლების დონის ამაღლების მოტივაციაზე


მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ო ბ ა

სოფლის ვიზუალური დათვალიერებით,სოფლის გამგებელთანა და სოფლის მკვიდრ მოსახლეობასთან გასაუბრებით, გაირკვა რომ: სოფელში მოწესრიგებულია ელექტრო ენერგიით მომარაგება,ნაწილობრივ გადაჭრილია გაზმომარაგების პრობლემა,მუშაობს მობილური კავშირი,ტელეკავშირი,არსებობს საშუალო სკოლა, რამდენიმე ექიმით დაკომპლექტებული სამედიცინო ამბულატორია, აფთიაქი, წისქვილი, რამდენიმე მარკეტი,ბენზინგასამართი სადგური,სასტუმრო და სხვადასხვა მცირე ბიზნესსტრუქტურები,ვითარდება ტურიზმი-ეს კი ზრდის მოსახლეობაში ინგლისური ენისა და ისტორიის კარგად მცოდნე ხალხზე მოთხოვნილებას.
დასკვნა: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტები ამტკიცებენ ჩვენს ჰიპოთეზას-სოფელ ქვეშეთზე გამავალმა სამხედრო გზამ და გუდაურთან სიახლოვემ განაპირობა აქ სხვადასხვა ინფრასტრუქტურების განვითარება.



უ ა რ ყ ო ფ ა

ჩვენ ვეცადეთ მოგვეძია მოსახლეობაში ფაქტები, რომლებიც ჩვენი ჰიპოთეზის წინააღმდეგ მეტყველებდა, მაგრამ ასეთი ფაქტები ვერ ვიპოვეთ. პირიქით ასეთი ფაქტების ძიების პროცესში, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ჰიპოთეზის ჭეშმარიტებაში- 2006 წელს, საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დაძაბვის გამო, ლარსის საზღვრის დროებითი ჩაკეტვის ფაქტი მომენტალურად აისახა ამ რაიონის მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობაზე-შემცირდა შემოსავალი,რადგან შეწყდა ვაჭრობა,შემცირდა ტურისტების ნაკადი, გამოიკვეთა სამუშაო ადგილების შემცირების პრობლემა, დაიკარგა ინფრასტრუქტურის გამრავალფეროვნებაზე ზრუნვის მოტივაცია.
დასკვნა: ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეშეთისათვის მასზე გამავალი საქართველოს სამხედრო გზის სასიცოცხლო მნიშვნელობას.