понедельник, 4 августа 2008 г.
ჰიპოთეზა
ჰ ი პ ო თ ე ზ ა
სამხედრო გზის არსებობამ , სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურთან ტერიტორიულად ახლოს განლაგებამ მოახდინა დადებითი გავლენა ქვეშეთის ინფრასტრუქტურის, ტურიზმის სფეროს განვითარებაზე , მოსახლეობაში განათლების დონის ამაღლების მოტივაციაზე
მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ო ბ ა
სოფლის ვიზუალური დათვალიერებით,სოფლის გამგებელთანა და სოფლის მკვიდრ მოსახლეობასთან გასაუბრებით, გაირკვა რომ: სოფელში მოწესრიგებულია ელექტრო ენერგიით მომარაგება,ნაწილობრივ გადაჭრილია გაზმომარაგების პრობლემა,მუშაობს მობილური კავშირი,ტელეკავშირი,არსებობს საშუალო სკოლა, რამდენიმე ექიმით დაკომპლექტებული სამედიცინო ამბულატორია, აფთიაქი, წისქვილი, რამდენიმე მარკეტი,ბენზინგასამართი სადგური,სასტუმრო და სხვადასხვა მცირე ბიზნესსტრუქტურები,ვითარდება ტურიზმი-ეს კი ზრდის მოსახლეობაში ინგლისური ენისა და ისტორიის კარგად მცოდნე ხალხზე მოთხოვნილებას.
დასკვნა: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტები ამტკიცებენ ჩვენს ჰიპოთეზას-სოფელ ქვეშეთზე გამავალმა სამხედრო გზამ და გუდაურთან სიახლოვემ განაპირობა აქ სხვადასხვა ინფრასტრუქტურების განვითარება.
უ ა რ ყ ო ფ ა
ჩვენ ვეცადეთ მოგვეძია მოსახლეობაში ფაქტები, რომლებიც ჩვენი ჰიპოთეზის წინააღმდეგ მეტყველებდა, მაგრამ ასეთი ფაქტები ვერ ვიპოვეთ. პირიქით ასეთი ფაქტების ძიების პროცესში, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ჰიპოთეზის ჭეშმარიტებაში- 2006 წელს, საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დაძაბვის გამო, ლარსის საზღვრის დროებითი ჩაკეტვის ფაქტი მომენტალურად აისახა ამ რაიონის მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობაზე-შემცირდა შემოსავალი,რადგან შეწყდა ვაჭრობა,შემცირდა ტურისტების ნაკადი, გამოიკვეთა სამუშაო ადგილების შემცირების პრობლემა, დაიკარგა ინფრასტრუქტურის გამრავალფეროვნებაზე ზრუნვის მოტივაცია.
დასკვნა: ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეშეთისათვის მასზე გამავალი საქართველოს სამხედრო გზის სასიცოცხლო მნიშვნელობას.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
2 комментария:
ვადასტურებ რომ ინფორმაცია მართალია რადგან მოსახლეობამ ჩვენს გუნდსაც მიაწოდა იგივე ინფორმაცია, თუმცა თქვენს მოგცემდით რჩევას შეგერჩიათ ფოტოები უფრო თემატურად. წარმატებები. ანა გვასალია 63-სკოლა.
ინფორმაცია ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ, ჩემი აზრით, ფოტოები არ შეესაბამება თემას.მარიამ ხუნძაყიშვილი 63 სკოლა
Отправить комментарий